გურამ ფალავანდიშვილი - თუ პოლიცია წავა, მაშინ შევალთ კინოთეატრში და ჩავშლით ჩვენებას
გურამ ფალავანდიშვილი - თუ პოლიცია წავა, მაშინ შევალთ კინოთეატრში და ჩავშლით ჩვენებას

გუშინ იყო გადაცდომები, ცუდია, რაც მოხდა, შეიძლება, კიდევ მოხდეს, ამიტომ, მომხრეებისთვის „ფეისბუქით“ აღარ მოგვიწოდებია, რომ მოდით და შევიდეთ კინოთეატრში, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს „ვერის ბაღში“ განუცხადა.

„ჩვენ ჯოხების გარეშე იქ ვერ შევალთ, ხელებაწეულად კი, ეს არ გამოდის. თუ შევალთ, არ ვიცით, რას გააკეთებენ პროვოკატორები. ამიტომ, უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, გაწევ-გამოწევა აღარ იქნება, უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ, შეიძლება, შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო – ამას, რას უყურებთ, ხალხო! ასეთი შეძახილებით გავაჩერო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისი შეფასებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ყურება არის მავნებლობა.

„ვერის ბაღიდან“ გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“ მივიდა, რომელშიც კინოთეატრი „კავეა“ მდებარეობს. კინოთეატრებში ლავენ აკინის ფილმის ჩვენება დღესაც იგეგმება.