გურამ ფალავანდიშვილი - კანონმორჩილი ხალხი ვართ, ეს კანონები თუ ათ მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ
გურამ ფალავანდიშვილი - კანონმორჩილი ხალხი ვართ, ეს კანონები თუ ათ მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ

ჩატარდა ჩხრეკა, რის ფარგლებშიც ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ განუცხადა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ფალავანდიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მისი თქმით, არ ელოდება, რომ დააკავებენ.

ამასთან, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, ის პოლიციაში გამოკითხვაზე უარს აცხადებს.

„ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ათ მცნებას თუ ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ. ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.