შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია და იქ შეკრებილ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისის პრაიდმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა და შსს-ს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდა.