გურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

მეზობლების განცხადებით, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა დილით ადრე დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლის სადარბაზო კარი ჩაკეტილია და ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დატოვე კომენტარი