თბილისის მთავარ სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილი და „ალტ-ინფოს“ წევრები გამოიკითხნენ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ წევრების გამოკითხვა დასრულდა.

როგორც მათ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადეს, შეკითხვები 5-6 ივლისის მოვლენებს უკავშირდებოდა.

თბილისის მთავარ სამმართველოში დღესვე გამოკითხა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერი პირის ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გამოძიების კითხვები 5 ივლისს დეკანოზის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელთა საცხოვრებელ სახლებში, ასევე ორგანიზაციის ოფისში დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგაც გურამ ფალავანდიშვილი და „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი