გუმათში მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ მაკა სულაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
გუმათში მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ მაკა სულაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სოფელ გუმათში საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, მაკა სულაძესა და მამა-შვილ, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს განუცხადა, რომ არავის აქვს უფლება, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიუთითოს, ვინ დაესწრება აქციას და ვინ – არა. მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, დაიცვას მისი წილი მიწა.

„მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით ან როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად. არ მოგვეწონება? თუ შემოვა ვინმე თავისი დროშით და თავის იდეოლოგიას მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, მივლენ ბიჭები სრულიად უხმაუროდ. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება იმ სტუმარს მივუთითო, დაჯდება აქ, თუ – არა. გვაქვს პრობლემა ხელისუფლებასთან, ასევე კომპანისთან და რას განვიხილავთ? ეს თემა წამოიჭრა თბილისში. ყველას აქვს თანაბარი უფლება, დაიცვას  საარსებო გარემო, ამიტომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და უნდა იცავდეს თავის წილ მიწას. აი, ამას ვამბობთ ჩვენ და არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ“, – განაცხადა მაკა სულაძემ.

დატოვე კომენტარი