გურამ ფალავანდიშვილი - „ღირსების მარში“ კი არა, არამედ რაღაც წაბილწვა შედგა
„ღირსების მარში“ კი არა, არამედ რაღაც წაბილწვა შედგა, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ „ღირსების მარში“ გაიმართა.
ადგილზე მარშის მონაწილეები უკვე აღარ იმყოფებიან, რადგან მათ შეატყობინეს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აპირებდნენ მისვლას.
„ყოველთვის შედგება ასეთი დოზით, თუ სახელმწიფო კანონით არ დაგვიცავს. შეიძლება მათ მეტიც შეძლონ და კორდონებშიც გაიარონ, ხალხიც ცემონ. არ მგონია, გამოუვიდეთ. გახარიას გადადგომის მომხრე ვარ მარტო იმის გამო, რომ თვალი დაუთხარეს ახალგაზრდებს. გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი არასწორად გამოხატეს. შევარდნენ დროშაშემოხვეული ბობოხიძე და ხოშტარია. ისტერიულად იფურთხებოდნენ. კაცი ჩამოვიდა სტუმრად, ერევი? უნდა უთხრა, რომ მიუღებელია და უნდა წავიდეს. ამაზე მეტი პრაიდი ნუ შედგეს ამ ქვეყანაში. ჩვენთვის მიუღებელია დაანონსებული პრაიდის გამართვა. ვულოცავ გარყვნილების პროპაგანდას. ეს არაა პრაიდი და თუ არის, უარესი მათთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონსტიტუციის დონეზე ჩაიწეროს კანონში, რომ აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. აეკრძალოთ ჰომოსექსუალებს მუშაობა სკოლაში, ჯარში, სახელმწიფო სამსახურში. თუ ამას მალავს ადამიანი, ვერ გამოვიძიებთ. ივანიშვილი უნდა გადავაყენოთ, თუ პროპაგანდას არ აკრძალავს, თუ არადა, მივუსვათ მელიას ციხეში. თუ მელია დაგვიჭერს მხარს, ვენაცვალე სულში“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.