გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუდაურში დაშავებული ერთი უკრაინის მოქალაქე თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საავადმყოფოში შვედეთის მოქალაქის გადაყვანას ელოდებიან.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 10-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებული ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა საბაგიროს მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.