გრიშა, ჯაბა, ჯოტო და როსტომ ონიანების სახლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაში (უბანი – „ჟიბეშხენი“) მდებარე ოთხი სახლი შევიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო.
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები გახდა გრიშა ონიანის, ჯაბა ონიანის , ჯოტო ონიანის და როსტომ ონიანის სახლები. ოთხივე ობიექტი XIX-XX საუკუნეებით თარიღდება.