გრიშა, ჯაბა, ჯოტო და როსტომ ონიანების სახლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ 

19:35, 08.01.2018

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაში (უბანი – „ჟიბეშხენი“) მდებარე ოთხი სახლი შევიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები გახდა გრიშა ონიანის, ჯაბა ონიანის , ჯოტო ონიანის  და როსტომ ონიანის სახლები. ოთხივე ობიექტი XIX-XX საუკუნეებით თარიღდება.

 

მსგავსი