ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ცნობით, განცხადება მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

დატოვე კომენტარი