მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი თავმჯდომარე გრიგორი როდჩენკოვი ქვეყანაში დოპინგ-სისტემის შექმნასა და მოქმედებაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის როლზე საუბრობს. მასთან ინტერვიუ გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ ჩაიწერა.
„რა თქმა უნდა, ყველა ბრძანება ზემოდან მოდიოდა, პრეზიდენტისგან. მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია უსაფრთხოების ფედერალური სამსახური აიძულოს, ასეთი ამოცანები შეასრულოს. მუტკომ ერთხელ მითხრა, რომ პუტინმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვარ მე. პუტინმა ყველაფერი იცოდა.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. მე ვაბარებდი ანგარიშს ნაგორნიხს, ნაგორნიხი პასუხისმგებელი იყო მუტკოსთან, მუტკო კი პუტინთან.
პრეზიდენტი ვერ უარყოფს, რომ იცოდა დოპინგ-სისტემის შესახებ“, – განაცხადა როდჩენკოვმა.