„გოლდენ სტეიტის“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება რეგულარულში
„გოლდენ სტეიტის“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება რეგულარულში

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ საკუთარ “ორაკლ არენაზე” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

სტივ კერის გუნდმა “ფილადელფიას” უმასპინძლა და მეტოქეს იოლად 135-114 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 12 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულაა, სტეფ კარიმ 22, კლეი ტომპსონმა კი 23 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. სტუმართა რიგებში 17 ქულით საუკეთესო ჯეი ჯეიჯ რედიკი გამოდგა.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ დღეს გამთენიისას კიდევ რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. “კლივლენდმა” სტუმრად “დალასი” 111-104 დაამარცხა. “ჰიუსტონმა” “მემფისს” საკუთარ არენაზე 111-96 მოუგო. “ნიუ ორლეანმა” ლოს ანჯელესკლიპერსი” 111-103 დაამარცხა. “სან ანტონიომ” “ჩიკაგოს” დიდი ანგარიშით 133-94 მოუგო. სხვა შეხვედრების ანგარიშები ასე გამოიყურება

ფინიქსი” “მინესოტა” 118-110
“იუტა” “ბრუკლინი” 114-106
“დენვერი” “ორლანდო” 125-107
“მილუოკი” “ლეიკერსი” 98-90
“ნიუ იორკი” “საკრამენტო 118-91
“ვაშინგტონი” “ატლანტა” 113-94.