კლეი ტომპსონი მოედანს 17 ქულით დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
კლეი ტომპსონი მოედანს 17 ქულით დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. 2.5-წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ორი უმძიმესი ტრავმით იყო გამოწვეული, მოედანს დაუბრუნდა „გოლდენ სტეიტის“ მცველი კლეი ტომპსონი.

დაბრუნება „კლივლენდთან“ საშინაო მატჩში მოხდა, რომელიც „უორიორზმა“ 96:82 მოიგო. ტომპსონმა მოედანზე თითქმის 20 წუთი გაატარა, 17 ქულა (7/18 თამაშიდან, 3/8 – სამქულიანები) დააგროვა, რასაც სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო იყო სტეფ კარი 28 ქულით.

„უორიორზმა“ სეზონში 30-ე გამარჯვება მოიპოვა და „ფინიქსთან“ ერთად ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას.

დატოვე კომენტარი