უსმან გარუბა „გოლდენ სტეიტში“ ითამაშებს #1TVSPORT
უსმან გარუბა „გოლდენ სტეიტში“ ითამაშებს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა, უსმან გარუბამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „გოლდენ სტეიტთან“, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.

უფრო ადრე ესპანელ კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა „ოკლაჰომამ“.

2021 წელს დრაფტზე 23-ე ნომრად არჩეულმა გარუბამ ორი სეზონი „ჰიუსტონში“ გაატარა. ამა წლის ზაფხულში ტექსასურმა კლუბმა ფორვარდი „ატლანტაში“ გაცვალა, ერთი კვირის შემდეგ კი „ჰოუქსმა“ გარუბა „ოკლაჰომაში“ გაუშვა.

გასული სეზონის 75 მატჩში „გოლდენ სტეიტის“ ახალწვეულმა საშუალოდ მოედანზე 12.9 წუთი გაატარა, 3.0 ქულა და 4.1 მოხსნა დააგროვა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მისი საშუალო მაჩვენებლები იყო – 8.2 ქულა (თამაშიდან 73% რეალიზაცია) და 4.0 მოხსნა.