„გოლდენ სტეიტი“ NBA-ის ჩემპიონია, კარი ფინალური სერიის MVP გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტი“ NBA-ის ჩემპიონია, კარი ფინალური სერიის MVP გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „გოლდენ სტეიტმა“ ბოლო რვა სეზონში მეოთხე ტიტული მოიგო, ჯამში კი NBA-ის შვიდგზის ჩემპიონია, რაც მესამე შედეგია ისტორიაში.

* სტეფ კარი ფინალური სერიის MVP გახდა – პირველად კარიერაში. სერიის ექვს მატჩში ის საშუალოდ 31,2 ქულას, 6,0 მოხსნასა და 5,0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

* კარის ფინალურ სერიებში 150 სამქულიანი ჩააგდო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

* კარი მეათე კალათბურთელია ისტორიაში, ვისაც ფინალურ სერიებში 200-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

* მეექვსე მატჩში ლიდერი ერთხელ შეიცვალა. „ბოსტონის“ მაქსიმალური ლიდერობა 12 ქულას აღწევდა, „გოლდენ სტეიტის“ – 22 ქულას.

* „გოლდენ სტეიტს“ პირველ ტაიში 21:0 გაქცევა ჰქონდა. ასეთი სპურტი ბოლო 50 წელია არ ყოფილა ფინალურ სერიებში.

* „ბოსტონის“ სათადარიგოებმა ჯამში ხუთი ქულა დააგროვეს.

 

ბოსტონი-გოლდენ სტეიტი    90:103

22:27, 17:27, 27:22, 24:27

: ბრაუნი (34+7 მოხსნა), ჰორფორდი (19+14 მოხსნა), ტეიტუმი (13+7 პასი), რ. უილიამსი (10+7 მოხსნა+5 დაფარება), სმარტი (9+9 მოხსნა) – სასტარტო; გ. უილიამსი (3), უაიტი (2), ნესმიტი (0), მორგანი (0), კორნეტი (0), სტაუსკასი (0), პრიტჩარდი (0), ჰაუზერი (0).

გ-ს: კარი (34+7 მოხსნა+7 პასი), უიგინსი (18), ტომპსონი (12), გრინი (12+12 მოხსნა+8 პასი), პორტერი (6) – სასტარტო; პული (15), პეიტონი (6), იგუოდალა (0), ლუნი (0+7 მოხსნა).

სერია: 2-4

დატოვე კომენტარი