სტეფ კარი რეგულარულის ბოლომდე არ ითამაშებს #1TVSPORT
სტეფ კარი რეგულარულის ბოლომდე არ ითამაშებს #1TVSPORT

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი რეგულარული სეზონის დასრულებამდე არ დაბრუნდება მოედანზე, – ამის შესახებ „უორიორზის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა.

კარიმ გამოტოვა გუნდის ბოლო შვიდი მატჩი და ასევე არ ითამაშებს დარჩენილ ხუთ შეხვედრაში. „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა 16 მარტს დაიზიანა მარცხენა ფეხის ქუსლი და დღემდე აღდგენით კურსს გადის.

მომდევნო კვირას კარი ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგება. შემდეგ ჯერზე ექიმები მის მდგომარეობას 11 აპრილს შეამოწმებენ.