გოჩა ენუქიძე - სუს-ის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული 
გოჩა ენუქიძე - სუს-ის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული 

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ ლიდერი გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული.

როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და რეფორმების ლიდერია, რომელსაც ენდობა დასავლეთის ქვეყნები, ენდობიან ინვესტორები, აქვს მზარდი ეკონომიკა და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს.

მისივე თქმით, ეს შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ძლიერი სამსახურის გარეშე.

„რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ანტიტერორისტულ ძალისხმევას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას – ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომელსაც ანგარიშის განხილვის პროცესში პარლამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს”, – აღნიშნა ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ ლიდერმა გოჩა ენუქიძემ.