გოჩა ენუქიძემ ფუტიეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცა
გოჩა ენუქიძემ ფუტიეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ დღეს სოფელ ფუტიეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჭირო სასურსათო პროდუქტები გადასცა.

სოფელი ფუტიეთი ზღვის დონიდან 1 250 მეტრზე მდებარეობს. სოფელში დღეს მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები არიან დარჩენილი.

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ვინაიდან ხანდაზმული ადამიანებისთვის ვირუსი ყველაზე მეტად საშიშია და მათი დაბაში ჩასვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, მან მიიღო გადაწყვეტილება, თავად აეტანა მათთვის საჭირო პროდუქტები და მოესმინა მათი პრობლემები.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოხუცების კეთილდღეობა, განსაკუთრებით მათი, ვინც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, სჭირდება ჩვენი ყურადღება და თანადგომა“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.