გოჩა ენუქიძე - დავოსის ფორუმში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს
გოჩა ენუქიძე - დავოსის ფორუმში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის გოჩა ენუქიძის მოსაზრებით, დავოსის ფორუმში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა, ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს.

გოჩა ენუქიძე ფიქრობს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წელს განსაკუთრებით კარგად იყო მომზადებული და პრემიერ-მინისტრმა და ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილების გადაცემა  წარმატებით შეძლეს, რომ საქართველო მეტი ეკონომიკისთვის მზადაა.

„საქართველოს პოზიტიური დღის წესრიგი უკვე აქვს. დავოსის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ასეთი სტატუსი დიდწილად იმან განაპირობა, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2017 წელს მოხდა. კერძოდ, იყო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, მოხდა ექსპორტის 29%-იანი გაუმჯობესება, გატარდა საგადასახადო და ადმინისტრაციული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის მაჩვენებლები გაიზარდა. ეს მსოფლიო ეკონომიკისთვის შეუქცევადი განვითარების სიგნალია. დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს, რაც დადებითად აისახება ოჯახების შემოსავლებსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე“, – აღნიშნავს ენუქიძე.