გოჩა ენუქიძე - ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა
გოჩა ენუქიძე - ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა

სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუუმჯობესებს, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 6.8 მლნ ევროს გამოყოფას.

მისი განმარტებით, თანხა ხელს შეუწყობს ზემო სვანეთის, რაჭა – ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის განვითარებას.

„ოთხწლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და ერთობლივად დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ (1 მილიონი ევრო). პროექტის შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა ენუქიძემ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის სახელმწიფოების ერთობლივი პროგრამა მთის რეგიონებს განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს, რათა არსებული დადებითი ტენდენციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაორმაგდეს.

„ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან ერთად ჩვენს რეგიონებს აქვთ კარგი შესაძლებლობა მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ადგილობრივ ორგანულ პროდუქციას უხსნის სარეალიზაციო ბაზარს უცხოეთში. ეს კი გვაძლევს ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას, რაც არის პასუხი მიგრაციის”, – აცხადებს ენუქიძე.