გოჩა ენუქიძის ახალ ფრაქციაში უმრავლესობის 15-მდე დეპუტატის გაერთიანება იგეგმება
გოჩა ენუქიძის ახალ ფრაქციაში უმრავლესობის 15-მდე დეპუტატის გაერთიანება იგეგმება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ფრაქციაში საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დაახლოებით 10-15 დეპუტატის გაერთიანება იგეგმება. პირველი არხის ინფორმაციით, ენუქიძის ფრაქციის წევრები იქნებიან – ივლიანე წულაია, ზაზა გაბუნია, ედიშერ თოლორაია, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, დიმიტრი მხეიძე.

გოჩა ენუქიძე ფრაქციის შექმნის თაობაზე 18 ნოემბრის ბიუროს სხდომას მიმართავს, სადაც საკითხი ცნობად იქნება მიღებული.

იმ შემთხვევაში, თუ გოდერძი ჩანქსელიანი, ზაზა გაბუნია და დიმიტრი მხეიძე ენუქიძის ფრაქციაში გაწევრიანდებიან, “ქართულ ოცნებას” ფრაქცია – “მწვანეებისთვის” და “რეგიონული განვითარებისთვის” სხვა დეპუტატების წარდგენა მოუწევს, რადგან გაბუნია და მხეიძე გია გაჩეჩილაძის ფრაქციაში არიან გაწევრიანებული, ხოლო ჩანქსელიანი კახა ოქრიაშვილის ფრაქციაში.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო და ოქრიაშვილისა და გაჩეჩილაძის ფრაქციებში სწორედ ექვს-ექვსი დეპუტატია გადანაწილებული.