გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში კონსტანტინე ღიბრაძე გამოიკითხა
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა.
საქმის ფიგურანტმა, კოკო ღიბრაძემ შსს-ს შენობა თითქმის 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
„ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მქონდა ინფორმაცია და ასევე იყო დამატებითი შეკითხვები. სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა კითხვები. როგორც მოგეხსენებათ, დიდი საქმეა და ბევრი შეკითხვაა“, – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.
მანამდე შსს-ში საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ანა გაბეჩავა გამოიკითხა.