გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ დღეს განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

როგორც გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მოსამართლე სტურუა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე.

„მან გააკეთა არჩევანი კარიერას და უდანაშაულოების დამნაშავედ ცნობაში მოიპოვა ადგილი უზენაესში. ეს განაჩენი მის კარიერაში იქნება სამარცხვინო მაგალითი იმის, როგორი არ უნდა იყოს განაჩენი. პროცესზე დასწრებას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ ფარსში მონაწილეობას, ვინაიდან განაჩენი დაუსაბუთებელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ცხრა თუ ათი წელი იქნება. მთავარია, რომ არასრულწლოვანს არ ჩაუდენია დანაშაულებრივი ქმედება და არ ჰქონდა შეხება დაზიანებებთან. სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე. სტურუამ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადეს.

ამასთან, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვანის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომას მოსამართლე სწორედ დღეს განსაზღვრავს.