პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა
პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდების მხარის მოლოდინი გამართლდა და ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხოლოდ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები მოისმინა და ადგილზე გამოაცხადა განაჩენი. რაც შეეხება გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდების მხარეს ამის მოლოდინი გვქონდა, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, დაიკითხა მოწმეები, მათ შორის დაზარალებულები, გამოკვლეული იყო ნივთმტკიცებები, ვიდეომასალა. ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ ერთი ბრალდებული გ.ტ. გამართლდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, თუმცა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და ყველა ბრალდებულს სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება, ვ.მ.-ს, ამ შემთხვევაში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – განაცხადა ცალუღელაშვილმა.