გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში კონსტანტინე ღიბრაძე გამოიკითხა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში კონსტანტინე ღიბრაძე გამოიკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა.

საქმის ფიგურანტმა, კოკო ღიბრაძემ შსს-ს შენობა თითქმის 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

„ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მქონდა ინფორმაცია და ასევე იყო დამატებითი შეკითხვები. სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა კითხვები. როგორც მოგეხსენებათ, დიდი საქმეა და ბევრი შეკითხვაა“, – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

მანამდე შსს-ში საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ანა გაბეჩავა გამოიკითხა.