გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის „ურბანიზაციისა და სიღარიბის დაძლევის კვლევის მეხუთე კონფერენციაში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვაშინგტონში 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და საერთაშორისო განვითარების წამყვანი ორგანიზაციები.
კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის ექსპერტები და ეკონომისტები, აკადემიური და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ქალაქში მიწისა და სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტიანობის, ურბანულ განვითარებისას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საკითხებს განიხილავენ.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი აბაშიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.