ნაცუს ბაშოზე ლევან გორგაძის დღევანდელმა მეტოქემ, იაპონელმა კომუსუბიმ ენდომ მარჯვენა ხელის ტრავმის გამო დღეს დოჰიოზე გამოსვლა ვერ შეძლო და ტოჩინოშინი შვიდი მოგებით ტურნირს ერთპიროვნულად და დაუმარცხებლად ლიდერობს.
მაისის ბაშოზე დადებითი ბალანსის კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება.
რანგით უფრო მაღალი ოძეკის წოდების მოპოვება კი სამი ბრძოლის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ამჟამად ლევან გორგაძე ბაშოზე სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.
ხვალ ტოჩინოშინის რთული მეტოქე ჰყავს, მას მონღოლი იჩინოჯო დაუპირისპირდება, რომელთანაც 12:5-ზე აქვს ბალანსი. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კაჩი-კოშს ოფიციალურად გაიფორმებს და იმპერატორის თასისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, დღეს ის მეხუთედ დამარცხდა.
ქართველის მეტოქე ლიგის მესამე ნომერი იაპონელი ტაკანაშო იყო, რომელთანაც იორიტაოშით დამარცხდა.
ხვალ გაზაფხულის ბაშოზე მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართება.