„გარდიანის“ ინფორმაციით, ვენაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული
„გარდიანის“ ინფორმაციით, ვენაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.
გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილია ერთი სამოქალაქო პირი და ერთი თავდამსხმელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედაა დაშავებულია ერთი სამართალდამცველი.
ვენის ცენტრში ამ წუთებში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.