ჯო ბაიდენი ვენაში თავდასხმას ეხმაურება - ერთიანები უნდა ვიყოთ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ
ჯო ბაიდენი ვენაში თავდასხმას ეხმაურება - ერთიანები უნდა ვიყოთ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„დღეს ვენაში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მე და ჯილი ვლოცულობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებზე. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ“,- წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერში“.

ვენაში თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. თავდაპირველად, სროლა იყო ქალაქის ცენტრში განთავსებულ სინაგოგასთან. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებოდნენ. ვენის მერის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 15 ადამიანი.

უცხოურ მედიაში გარდაცვლილების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. „გარდიანის“ ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთი თავდამსხმელია.

ამასთან, ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, ერთ თავდამსხმელს პოლიცია კვლავ ეძებს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.