ავსტრიის შს მინისტრი - მოხდა თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ამას არ ავიტანთ
ავსტრიის შს მინისტრი - მოხდა თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ამას არ ავიტანთ

ეს არის თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ეს არის ჩვენი დაყოფის არაადეკვატური მცდელობა, ჩვენ ამას არ ავიტანთ, ამას შედეგები მოჰყვება, ჩვენ გამოვცადეთ ისლამისტი ტერორისტების თავდასხმა, – აცხადებს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი.

„გარდიანის“ ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ის ამბობს, რომ ქვეყნის მაშტაბით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ბრიფინგის დროს ავსტრიის შს მინისტრმა დაადასტურა, რომ მოკლული თავდამსხმელი კარგად იყო შეიარაღებული და მას ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა სხეულზე დამაგრებული.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.