ვენაში ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
ვენაში ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ვენის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანც რუფი აცხადებს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და პოლიცია აქტიურად მუშაობას მისი იდენტიფიცირებისთვის.

„თავდამსხმელს სახლში ჩხრეკა ჩატარდა. 20 000 ვიდეო აიტვირთა და გადმოგვეცა, უკვე შევისწავლეთ ამ მასალის 20 პროცენტი“, – განაცხადა რუფმა.

„გარდიანის“ ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ვენაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.

ამასთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია ერთი თავდამსხმელი. ძალოვან უწყებაში ვარაუდობენ, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.