ფოთში „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე შვიდი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ სულ შვიდი პაციენტი იმყოფება.
ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
„ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ორი პაციენტის პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ახლა მიმდინარეობს ხუთი ახალი პაციენტის დატესტვის პროცესი. ესენი არიან 75 წლის ქალი, 48 წლის ქალი, 52 წლის კაცი და 37 წლის კაცი ფოთიდან. ასევე 24 წლის ქალი ლანჩხუთიდან. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
დღეს, ლუგარის ლაბორატორიიდან დამატებით 15 ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები არიან.