ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

23:08, 17.08.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 66 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

„66 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

მსგავსი