ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ყველაზე პატარა ორი წლის ბავშვია. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.

ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი, ორი წლის გოგონა, ასევე 19, 32, 38 და 49 წლის მამაკაცები. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.