ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული

00:34, 25.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„31 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი