ფოთის ჰოსპიტალში ვირუსის სიმპტომებით 73 წლის მამაკაცი მოათავსეს, მას კორონავირუსზე გამოიკვლევენ

10:53, 17.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში ვირუსის სიმპტომებით 73 წლის მამაკაცი მოათავსეს. პაციენტი ფოთის მკვიდრია და მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 73 წლის მამაკაცი. იგი იმყოფება ბოქსირებულ პალატაში და უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ბიოლოგიური მასალა ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გაიგზავნა“, –  განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი