ფოთის ჰოსპიტალს დღეს 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ფოთის ჰოსპიტალს დღეს 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ფოთის ჰოსპიტალს დღეს 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ისინი აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და აფხაზეთიდან არიან. მათ შორის ყველაზე პატარა პაციენტი 11 წლისაა.

„ყველაზე ასაკოვანი პაციენტი 72 წლისაა, იგი საკმაოდ მძიმედ იყო, თუმცა ახლა მდგომარეობა დასტაბილურებულია და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული გაეწერება ბინაზე. გვაქვს ასევე, სასიხარულო ამბავი, დღეს პირველად 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება კლინკიდან. ისინი იმერეთიდან და აჭარიდან არიან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.