ფოთის ჰოსპიტალში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:27, 10.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

​როგორც ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

„ჩვენს კლინიკაში ორივე პაციენტი მოთავსებული იყო ბოქსირებულ პალატებში და ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი