ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში ორივე პაციენტი მოთავსებული იყო ბოქსირებულ პალატებში და ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.