ფოთის ჰოსპიტალში 23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ფოთის ჰოსპიტალში 23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ფოთის ჰოსპიტალში 23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. პაციენტთა უმრავლესობა აჭარიდანაა.

„გუშინ გვყავდა 36 კოვიდპაციენტი, აქედან მსუბუქი სიმპტომების მქონე 13 პირი შემდგომი მკურნალობისთვის ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გადავიყვანეთ. დაგვრჩა 23 პაციენტი, მათი მდგომარეობა, მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნებათ პნევმონია. მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.