ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან დედა-შვილი კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს
ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან დედა-შვილი შეიყვანეს. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.
როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტებს სათანადო კვლევები უტარდებათ.
„ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან გადმოყვანილია ორი პაციენტი, დედა და შვილი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით. ორივე პაციენტს უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. თუკი კლინიკური კვლევებით, ეპიდანამნეზით ჩაითვლება საეჭვო შემთხვევად, რა თქმა უნდა, ჩაერთვება დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა.