ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, მათგან ერთი ქალი ოკუპირებული გალიდანაა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი, ქობულეთიდან.
ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ოთხივეს აღენიშნება ცხელება. ყველა მათგანი მოთავსებულია იზოლირებულად, ისინი იმყოფებიან ბოქსირებულ სივრცეებში. მათზე მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
დილით ველოდებით ეპიდემიოლოგებს და გადაწყდება მათი ტესტირების საკითხი კორონავირუსზე. ოთხივე პაციენტს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.