ფიქრია ჩიხრაძე - გამოჩნდება, „ქართულ ოცნებას“ აქვს თუ არა რესურსი, გადადგას ნაბიჯი კრიზისის განმუხტვისკენ, ჩვენ ამისთვის ვართ განწყობილი
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საპარლამენტო სიის დახურვაზე მათი პარტიის განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა, ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში შესული დეპუტატები მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებით.
„გარკვეული პრიცედურა სჭირდება ამ პროცესს, ეს იყო პირველ რიგში, ცესკო-ს მიერ სიების ჩახსნის პროცედურა, დღეს უკვე ეს გადაწყეტილება იქნა მიღებული, ამის შემდგომ მოდის უკვე განცხადებების დაწერის პროცედურა პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ. კიდევ გვექნება კონსულტაციები წარმოამდგენლებთან, განცხადებები დაწერილია უკვე, მოვილაპარაკებთ, კონკერტულად რომელ დღეს განვახორციელებთ ამ ამბავს, შეიძლება ეს იყოს დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებს არ გადასცილდება.
ის სპეკულაციები, რომელსაც მიმართავს მმართველი ძალა – მანდატებზე განცხადებები არ დაუწერიათ და სხვები, ამას იყენებენ სპეკულაციურად. ამისთვის აუცილებელია, რა განაცხადიც არსებობს, ის შესრულდეს პროცედურულად. თუ მმართველ ძალას უნდა და აქვს რესურსი იმისა, რომ მოლაპარაკებაზე წავიდეს, იმ დარჩენილ ვადაში, რომელიც პროცედურულად აღსრულებას სჭირდება, სრულიად მოსწრებადია, თუ ამას პერსპექტივა არ აქვს, ეს გადაწყეტილება ისედაც მიღებულია უკვე და ამ ხრივ არაფერი შეიცვლება.
მცირე დრო რჩება მოლაპარაკებებისთვის, გარკვეული პროცედურა ამ საკითხის განხილვასაც აქვს, ჩვენ შეგვიძლია პლუს-მინუს ათი დღე, ერთი კვირა ჩავთვალოთ ასეთი პროცედურისთვის აუცილებელ დროდ და ამ პერიოდში ალბათ, ცხადი გახდება და გამოჩნდება, „ქართულ ოცნებას“ აქვს თუ არა რესურსი იმისათვის, რომ ნაბიჯი გადადგას კრიზისის განმუხტვისაკენ, ნაბიჯი გადადგას მოლაპარაკებებისაკენ. ჩვენ განწყობილი ვართ ამისათვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს განხორციელდეს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.