ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა „ლელოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს
ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა „ლელოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს

„ლელოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ის ცხადია, ვერანაირ გავლენას ვერ მოხდენს, ხოლო რა გავლენას მოახდენს თავად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ეს თავად უნდა ჰკითხოთ, მისი ეს განაცხადი ნიშნავს პოლიტიკიდან წავლას, თუ ნიშნავს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავლას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ამ ყველაფერს ალბათ, შევიტყობთ მათგან, ალბათ თავად ვაშაძეც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს, დანარჩენი ოპოზიციაში როგორც იყო დაგეგმილი, მიდის იმ კუთხით და ამის თაობაზე არაფერი შეიცვლება“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კითხვაზე, „გრიგოლ ვაშაძე ოდიოზურ ფიგურაში მერაბიშვილს ხომ არ გულისხმობდა“, ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს.

„არ ვიცი, ვის გულისხმობდა, მაგრამ არ გამივრიცხავ, რომ ამას გულისხმიბდეს, თუმცა არ მინდა, მის მაგივრად ვისაუბროთ ვის და რას გულისხმობდა“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ამავე ფეისბუქპოსტით გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ვერ შეეგუება პარტიის გარშემო და მის შიგნით ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც კარგა ხანია, თითქოს წარსულს ჩაბარდნენ და რომლებთან ერთადაც ამომრჩევლის ნდობას ვერასადროს მოიპოვებენ.