ფიქრია ჩიხრაძე - ოპოზიცია მონდომებული ვართ, რომ შეთანხება შედგეს, პოზიციები ბევრი მიმართულებით დაახლოებულია
ფიქრია ჩიხრაძე - ოპოზიცია მონდომებული ვართ, რომ შეთანხება შედგეს, პოზიციები ბევრი მიმართულებით დაახლოებულია

ჩვენ, ოპოზიცია ძალიან მონდომებული ვართ, რომ შეთანხება შედგეს და პოლიტიკური პროცესის გადატვირთვის გზაზე წინ წავიწიოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიციები ბევრი მიმართულებით უკვე დაახლოებულია.

„საკითხი ბევრია, ის ძირითადი ექვსი თემა ჩაშლილია რამდენიმე ქვესაკითხად, რომელსაც სჭირდება ასევე შეთანხმება, სათითაოდ გავლა და ეს გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს. ბევრი მიმართულებით არის დაახლოებული პოზიციები, თუმცა რაღაც მიმართულებებით გაჭედილია პოზიციები, მაგრამ მოლაპარაკებათა პროცესი იმას ნიშნავს, რომ რაც დასაახლოებელია, დაახლოვდეს. ბრიუსელიდან მოწოდება (უმრავლესობა თავად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლია) და ინტერესი არის, რომ პარლამენტში გაგრძელდეს მუშაობა. ჩვენი ინტერესიც ეს არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა შეიქმნას ფუნდამენტი, რათა ჩვენ არ გავაგრძელოთ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში ცხოვრება და შევქმნათ ახალი საფუძველი, რათა აზრი ჰქონდეს პარლამენტში პოლიტიკურ ოპონირებას“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.