ფიქრია ჩიხრაძე - ამომრჩეველი თავისი არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირებას გაურბის, როგორც ჩანს, სატელეფონო კვლევას ჩვენთან დიდი ნდობა არა აქვს
ფიქრია ჩიხრაძე - ამომრჩეველი თავისი არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირებას გაურბის, როგორც ჩანს, სატელეფონო კვლევას ჩვენთან დიდი ნდობა არა აქვს

სიღრმისეულად ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ რასაც გადავხედე, ეს კვლევა ორ სტრესს ასახავს. არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე ამომრჩეველი გაურბის, თავისი არჩევანი ხმამაღლა დააფიქსიროს და დაახლოებით 25 პროცენტი ამბობს, რომ არ იტყვის, 26 პროცენტამდე ამბობდა – არ ვიცი, ანუ ნიღბავს თავის განწყობას და გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ  პარტიების მხარდაჭერის ნაწილში „ენდიაის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავად ფაქტი, რომ ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა მალავს, ვის მისცა ხმა, პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ჩიხრაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, სატელეფონო კვლევას საქართველოში დიდი ნდობა არ აქვს.

„სიღრმისეულად ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ რასაც გადავხედე, ეს კვლევა ორ სტრესს ასახავს, ერთი არის კოვიდსტრესი, რომელიც ძალიან სერიოზულად მუშაობს და ადამიანები დათრგუნულები არიან. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მაინც ეს პრობლემა ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ყველანაირ განწყობაზე და გადაწყვეტილებაზე. მეორე სტრესი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა ახლახანს ჩაიარა და ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთებთან ბიულეტენებში ასახეს, მაინც არ უნდათ, რომ საჯაროდ ამის თაობაზე განაცხადონ, რადგან ამ კვლევაში ცხრას პლუს ხუთი ოპოზიციური პარტიების ჯამური შედეგი გამოდის 14 და გაყალბებული მაჩვენებლებითაც კი ძალიან ბევრჯერ აღემატება ამ მაჩვენებელს. ანუ არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე ამომრჩეველი გაურბის, თავისი არჩევანი ხმამაღლა დააფიქსიროს და დაახლოებით 25 პროცენტი ამბობს, რომ არ იტყვის, 26 პროცენტამდე ამბობდა – არ ვიცი, ანუ ნიღბავს თავის განწყობას და გადაწყვეტილებას.

ის, რომ ამდენი პროცენტი არ ამხელს ან მალავს, არის პრობლემური. ძირითადად უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ოპოზიციური ამომრჩეველია, თუმცა შესაძლოა იყოს იქ სხვაც, მაგრამ რატომ მალავს, ეს არის პრობლემა. რატომ არ უნდა, რომ განაცხადოს ამის თაობაზე. ოპოზიციამ რეალურად მიიღო ხო გაყალბებითაც რამდენი დაუფიქსირდა, ის ხალხი რატომ არ ამჟღავნებს ამის თაობაზე. ვფიქრობ, არჩევნებიდან რაღაც პერიოდის შემდგემ ეს მაჩვენებელი მინიმუმ იმხელა უნდა ყოფილიყო, რამდენიც არჩევნების დროს დაფიქსირდა. არასოდეს ეს ასე უკვალოდ არ ქრება, არ ორთქლდება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ სტრესების ქვეშ იმყოფება. როგორც ჩანს, განსაკუთრებით სატელეფონო კვლევას, ჩვენთან დიდი ნდობა არა აქვს, რადგან დიდი მიღწევა კი გვეგონა ჩვენ 2012-ის შემდეგ, რომ აღარ გვისმენენ, მაგრამ სამწუხაროდ, არათუ ჩვენ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უსმენენ, არამედ აღმოჩნდა რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც აქტიურად უსმენენ და შემდეგ ამის დადასტურებებს ვხედავთ ხოლმე, პერიოდულად ქვეყნდება“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობაში ჩართვას, ჩიხრაძის თქმით, კრიზისის განმუხტვისთვის ოპოზიციას სხვა ქმედითი მექანიზმი, გარდა პარლამენტის ბოიკოტისა, არ რჩება და სწორედ ამ გზიტ ცდილობენ ამომრცერვლის უფლებებისა და მატი ხმების დაცვას.

„ჩვენც იმ რაოდენობაში ვართ ხალხისა, ვინც ვთვლით, რომ პარტია იმისთვის არსებობს და არჩევნებში იმისთვის იღებს მონაწილეობას, მხარდაჭერასაც იმისთვის იღებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, იქ არის შეკითხვა დასმული ბუნებრივია, ისე, რომ ადამიანი არ დაიწყებს მსჯელობას თუ გაყალბდა არჩევნები, არ უნდა მიიღოს. შეკითხვას როგორც უსვამენ, იმაზე პასუხობს. ასე დასმულ შეკითხვაზე მეც ზუსტად ისე ვუპასუხებდი, რომ რა თქმა უნდა, პარლამენტის მუშაობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და პარტიები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ, მაგრამ არჩევნებს როცა აყალბებ, როდესაც იტაცებ ხელისუფლებას, მესამე ვადით გინდა რომ მიიტაცო ძალაუფლება და ქვია „ქართული ოცნება“, იმის უნარიც კი არა გაქვს, რომ შემდეგ შენგან შექმნილი კრიზისის განმუხტვისთვის ნაბიჯები გადადგა, ოპოზიციას სხვა ქმედითი მექანიზმი არ რჩება საიმისოდ, რომ ასეთი მძაფრი პროტესტი გამოხატოს. ვფიქრობ, ასეთი პროტესტის გამოხატვა სწორედ იმ ადამიანების უფლებების და ხმების დაცვაა, რასაც დღეს ოპოზიცია ახორციელებს და ეს ცხადად ჩანს.

პარლამენტში მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ხელისუფლება მიხვდება, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილებები შეთანხმებებზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იქნება ძალიან კარგი, ეს გამოადგება ჩვენს მოქალაქეებსაც, ქვეყანასაც, გამოადგება თავად „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც, მაგრამ ჯერჯერობით მაინცდამაინც დიდი ძვრები ამ მიმართულებით არ ჩანს“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს.

გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.