ფიქრია ჩიხრაძე - ფინანსური რესურსი ისედაც „ქართული ოცნების“ მხარესაა და პარტიულ დაფინანსებაზე უარი საერთოდ ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია
ფიქრია ჩიხრაძე - ფინანსური რესურსი ისედაც „ქართული ოცნების“ მხარესაა და პარტიულ დაფინანსებაზე უარი საერთოდ ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია

პარტია თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენ არანაირ საპარლამენტო დაფინანსებას არ ავიღებთ. ეს უცვლელი მოცემულობააა ჩვენთვის, რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, რომელიც საერთოდ არ არის მიბმული პარლამენტში მუშაობასთან ბუნებრივია, ამის აღებას ვაპირებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხვალამდე ცესკო-ში არ იქნება შეტანილი განაცხადი საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ოპოზიციური პარტიების მიერ მოლაპარაკებები ძალიან კარგადაც, რომ დასრულდეს, ეს შესაძლებლობა უკვე ხელიდან იქნება გაშვებული.

„ორ ნაწილად გავყოთ ეს ამბავი, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა, მოლაპარაკებებისთვის არის გარკვეული დრო. არსებობს სივრცე, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები პოზიტიურად დამთავრდეს და ჩვენ ყველანი ასე ვართ განწყობილი. თუ ხვალ არ იქნა შეტანილი განაცხადი, ოპოზიციური პარტიების მიერ მოლაპარაკებები ძალიან კარგადაც, რომ დასრულდეს ე.ი. გამოდის, რომ ეს შესაძლებლობა უკვე გაშვებულია.

ამიტომ, განაცხადი ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ იმას, რომ პარტია თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენ არანაირ საპარლამენტო დაფინანსებას არ ავიღებთ. ეს უცვლელი მოცემულობააა ჩვენთვის.

რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, რომელიც საერთოდ არ არის მიბმული პარლამენტში მუშაობასთან ბუნებრივია, ამის აღებას ვაპირებთ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგად, როდესაც ჩვენი ხმების დიდი ნაწილი მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“, მან ყოველწლიურად აიღოს ათეულობით მილიონობით თანხა, მათ შორის, ჩვენგან წაღებული თანხაც და ოპოზიციამ უარი თქვას ამაზე. შესაბამისად, გამოდის, რომ ბრძოლის გაგრძელებაზეც შეიძლება უარი ვთქვათ. ფული იმდენად ბევრია და ფინანსური რესურსი „ქართული ოცნების“ მხარეს ისედაც და იმდენად არათანაბარია, რომ ამაზე უარის თქმა საერთოდ, ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.