ფიქრია ჩიხრაძე - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად დაინახა, რომ საზოგადოებამ უთხრა უარი, მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ
ფიქრია ჩიხრაძე - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად დაინახა, რომ საზოგადოებამ უთხრა უარი, მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად დაინახა, რომ საზოგადოებამ მას უთხრა უარი, მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობის აღება არ უყვარს.

„ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, რომ 2030 წლამდე დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, რომ საბოლოოდ არ წავიდეს, მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. ვინ ვინ, და ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ მიიტაცეს მათ ბოლო არჩევნებში შედეგი და ამ შედეგით უზრუნველყვეს ხელისუფლებაში დარჩენა. ძალიან კარგად დაინახა, რომ საზოგადოებამ მას უთხრა უარი. მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელსაც არასდროს არ უყვარს პასუხისმგებლობის აღება. მას სჩვევია პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება ან გადაბრალება. დღეს ამ შემთხვევაში ის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ამოეფარება პოლიტიკურ ძალას, რომელსაც დატოვებს მმართველობაში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის არანაირად საკმარისი, რომ კრიზისი გადაიჭრას. პირიქით, „ქართული ოცნებისთვის“, რომლის ე.წ. ძალას ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდა და მხოლოდ მის ფაქტორზე აგებული პოლიტიკური ძალა გახლავთ, ამ თუნდაც ფორმალური გვერდზე გასვლით ეცლება აბსოლუტურად ნიადაგი იმისთვის, რომ მან ლეგიტიმურად გადადგას გარკვეული ნაბიჯები და რაიმე ხედვა შესთავაზოს საზოგადოებას“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რვა წლის განმავლობაში ვერ შედგა როგორც პოლიტიკური ძალა.

„დიდ დროს არც დავუთმობდი იმაზე საუბარს, რა გადაადგილებები იქნება „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ რვა წლის განმავლობაში ვერ შედგა როგორც პოლიტიკური ძალა. ახლა აგრესიული და დესტრუქციული ირაკლი კობახიძის და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში, მით უფრო არანაირად არ აქვს პერსპექტივა პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.