„ბარსელონას“ ნახევარმცველი უსმან დემბელე თავისი მდგომარეობით გუნდში უკმაყოფილოა. ფრანგი მარცხენა ბარძაყის მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს იანვარში დაუბრუნდა, მაგრამ ვალვერდესგან მცირე სათამაშო დროს იღებს, – ამის შესახებ Express წერს.
გარდა ამისა, 20 წლის ფეხბურთელს აშფოთებს ჭორები იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” ზაფხულში “ატლეტიკოს” ლიდერს ანტუან გრიზმანს შეიძენს. ამიტომაც, დემბელე კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს უკვე განიხილავს. მაგალითად, ფრანგი მზად არის, ზაფხულში “არსენალში” გადავიდეს.
“ბარსელონამ” “დორტმუნდიდან” დემბელე 105 მილიონ ევროდ შეიძინა. იმ მომენტისთვის, ფრანგი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, ნეიმარის შემდეგ.